“მზიურის” ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

“მზიურის” ტერიტორიაზე სამაშველო სამუშაოების დროს მამაკაცის ცხედარი მდინარის პირას იპოვეს. გარდაცვლილი 40-დან 50 წლამდე მამაკაცია. მაშველების და მოხალისეების მიერ ეს უკვე მეოთხე ცხედარია, რომელიც ბოლო 24 საათის განმავლობაში “მზიურში” იპოვეს, მათგან ერთ-ერთი ივლიტა ჯიბუტია. “მზიურის” ტერიტორიაზე იპოვეს ასევე ინდირა ზარანდია და მაშველი ზურაბ მუზაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხედარს პროზექტურაში გადაასვენებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები