თინა ხიდაშელი: ჩვენი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების გზაზე, ჩვენ შევდივართ ძალიან მნიშველოვან ფაზაში

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემაში „შაბათის ქრონიკა“ საფრანგეთში ხელშეკრულების გაფორმების თემაზე ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვებს თინათინ ხიდაშელი ავსტრიიდან პასუხობდა, სადაც იგი ვახაუს ევროპულ ფორუმს ესწრება. „ჩვენ შევდივართ ძალიან საინტერესო ფაზაში ჩვენი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების გზაზე. დღეს ჩემი პასუხისმგებლობაა, რომ ინფორმაცია კონკრეტულად შინაარსთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მინიმალიზებული იყოს. ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მთავარია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფა. არცერთ ქვეყანაში ამაზე საჯაროდ არ საუბრობენ მაშინ, როდესაც თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების პროცესი იწყება.“ თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულებაზე მუშაობამ მრავალ ახალ შესაძლებლობებს გაუხსნა გზა. „ხელმოწერასთან დაკავშირებით პროცედურები სრულდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს თავისთავად ძალიან საინტერესო პროცესის დასაწყისია. ამ დოკუმენტებზე მუშაობის პირობებში უამრავი შესაძლებლობა გამოჩნდა. ძალიან ბევრ თემაზე ვილაპარაკეთ ამ კომპანიების წარმომადგენლებთან და შევთანხმდით, რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ გრძელი გზის, რომელიც საქართველომ მისი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის უნდა გაიაროს. ამ კონკრეტულ საკითხზე, რაზეც ვსაუბრობთ, პროცესი მთავრდება, მაგრამ უფრო დიდი პროცესი დაიწყება ხელშეკრულებით,რომელიც მიგვიყვანს უფრო უკეთეს, უსაფრთხო და უფრო მაღალი ხარისხის დაცულობის მქონე ქვეყნამდე”.
ევროპული ტურნეს ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავსტრიიდან საფრანგეთში გაემზავრება, სადაც ფრანგ კოლეგას, ჟან ივ ლე დრიანს შეხვდება. თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ფრანგული სამხედრო-სამრეწველო კომპანიების წარმომადგენლებთანაც გამართავს შეხვედრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები