კადეტთა სამხედრო ლიცეუმის 2015 წლის გამოშვება (ფოტოკოლაჟი)

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლო წელი დასრულდა. ლიცეუმის მეოთხე გამოშვების კურსდამთავრებულებს სასწავლებლის წარმატებით დასრულება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო ცერემონიალის დასასრულს ლიცეუმის კურსდამთავრებულებმა საჩუქრად წიგნები – „გენერლები საქართველოდან“ და „ჩვენი ფასეულობანი – საქართველოს ბუნება“ მიიღეს. კადეტებს სასწავლო კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატებიც გადაეცათ.
ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და კადეტების ოჯახის წევრები დაესწრნენ. კურსის გამოშვების ცერემონილი კადეტების მიერ წარმოდგენილი კონცერტით დასრულდა.
წელს კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 84-მა კადეტმა დაამთავრა. მათი უმრავლესობა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გეგმავს სწავლის გაგრძელებას. კადეტი რადიონ ცხაკაია კი აშშ-ის საზღვაო აკადემიაში უკვე ჩაირიცხა და ახლო მომავალში აშშ-ში გაემგზავრება.

11040633_1002431516456257_7783748293034701584_n

11048772_1002431439789598_6417605759608517917_n

11251120_1002431513122924_588913005668807882_n

11390235_1002431606456248_1293288571960358947_n

11401197_1002431443122931_4489913487601990328_n

11401476_1002431433122932_5699855849551967619_n

11403371_1002431573122918_8339042144942691742_n

11426178_1002431523122923_8426957355714050470_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები