პორტალ „კვირასა“ და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ხვალ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება
საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირასა“ და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ხვალ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმის გაფორმების შედეგად შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის წარჩინებულ სტუდენტებს პორტალ “კვირაში“ სტაჟირების გავლის შესაძლებლობა მიეცემათ.
მემორანდუმი სხვა აქტივობებსაც ითვალისწინებს. მემორანდუმის მნიშვნელობაზე “კვირასთან“ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა ექრემ დინდაროლმა ისაუბრა.
ექრემ დინდაროლი მოხარულია, რომ შავი ზღვის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან პორტალ “კვირაში“ და პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ მომავალ პროფესიაში.
“მოხარულები ვართ, რომ შავი ზღვის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტსა და საინფორმაციო -ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. ჩვენი უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები პორტალ „კვირაში“ სტაჟირებას გაივლიან და შესაძლებლობა მიეცემათ, პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ მათ მომავალ პროფესიაში. მათ უკვე შეიტყვეს ამ სიახლის შესახებ და ძალიან მოხარულები არიან“, – აღნიშნა “კვირასთან“ საუბრისას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა.
თავის მხრივ, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ მთავარი რედაქტორი ქეთი ხოსიტაშვილი მოხარულია, რომ „კვირასა“ და ისეთ ავტორიტეტულ უმაღლეს სასწავლებელთან, როგორიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტია, მემორანდუმი გაფორმდება. მისი თქმით, პორტალ „კვირასა“ და შავი ზღვის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ცოტა ხის წინ დაიწყო, მოკლე დროში მხარეებს შორის უკვე მემორანდუმი ფორმდება.
როგორც ქეთი ხოსიტაშვილი აღნიშნავს, პორტალი „კვირა“ სისტემატურად აშუქებს საგანმანათლებლო სფეროში არსებულ და დაგეგმილ ღონისძიებებს, რათა დაინტერესებული ადამიანები უფრო მეტად იყვნენ ინფორმირებულები ამ სიახლეების შესახებ და სურვილის შემთხვევაში უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა საგანმანათლებლო სექტორის მიერ შეთავაზებულ აქტივობებში.
“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ცოტა ხნის წინ დავიწყეთ, ხვალ უკვე მემორანდუმს გავაფორმებთ და ამ ფორმატით გაგრძელდება უნივერსიტეტსა და „კვირას“ შორის თანამშრომლობა. ჩვენ გააზრებული გვაქვს ის პასუხისმგებლობა, რაც საგანმანათლებლო სფეროსთან ურთიერთობას, თანამშრომლობას ახლავს თან, შესაბამისად, „კვირა“ დაარსების დღიდან მაქსიმალურად ამომწურავად აშუქებდა საგანმანათლებლო სფეროს სიახლეებს და ასე იქნება მომავალშიც.
მოხარულები ვართ, რომ ისეთ ავტორიტეტულ უმაღლეს სასწავლებელთან, როგორიც შავი ზღვის უნივერსიტეტია, გავაფორმებთ მემორანდუმს, ჩვენ უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის წარჩინებულ სტუდენტებს საშუალებას მივცემთ „კვირაში“ გაიარონ სტაჟირება და პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ, დაეუფლონ იმ უნარ-ჩვევებს, რაც აღნიშნულ სფეროში მომუშავე ადამიანებს სჭირდებათ, „კვირა“ მზადაა ამისთვის“, – აღნიშნა ქეთი ხოსიტაშვილმა. ხვალვე, თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, ქეთი ხოსიტაშვილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრას გამართავს და მათთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს.