ნორიოს ბაზაზე სერჟანტების გეგმური შეკრება მიმდინარეობს

მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ნორიოს ბაზაზე აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფთა სერჟანტების გეგმური შეკრება მიმდინარეობს. დღეს, ნორიოს ბაზას გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მეთაური, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე ესტუმრნენ. მათ სერჟანტებს ომების სახეობებისა და გეოპოლიტიკური ვითარების შესახებ ლექცია ჩაუტარეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთი კვირის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები საფუძვლიან სამეთაურო მომზადებას გაივლიან. კურსის განმავლობაში ტაქტიკური და საცეცხლე სწავლებებიც განხორციელდება. სწავლება 25-კილომეტრიანი მარშით და საბრძოლო სროლებით დასრულდება. სერჟანტების მომზადებას აღმოსავლეთ სარდლობის სერჟანტი, მთავარი სერჟანტი მანუჩარ დავითური ხელმძღვანელობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები