94 ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ერთი წლით დარჩენა შეეძლებათ
საქართველოში 94 ქვეყნის მოქალაქეებს უვიზოდ შემოსვლა და ერთი წლით დარჩენა შეეძლებათ. ქვეყნების ჩამონათვალი საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა. საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ცხოვრება შეუძლიათ: ავსტრალიის, აზერბაიჯანის, ალბანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, არაბთა გაერთიანებული საემიროების, არგენტინის, ახალი ზელანდიის, ბელორუსიის, ბელგიის, ბრაზილიის, გერმანიის, დანიის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, ესპანეთის, ესტონეთის, თურქეთის, იტალიის, ისრაელის, მოლდოვის, რუსეთის, რუმინეთის, შვეიცარიის, შვედეთის, ჩეხეთის მოქალაქეებს შეუძლიათ.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა სამგზავრო დოკუმენტით, ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული პირადობის მოწმობის საფუძველზე შეუძლიათ. მთავრობის დადგენილების თანახმად, საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება ასევე აქვთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან მისი სპეციალიზებული სააგენტოების მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტის – ლესე-პასეს მფლობელ უცხოელებს.