საქართველოს სახალხო დამცველი გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

2025 წლის 12 სექტემბერს, საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) რეგიონულ დირექტორს ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ბელენ სანზ ლუკეს შეხვდა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყანაში გენდერული თანასწორობისა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული ვითარება და ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე, ქალთა უფლებადამცველების მდგომარეობა განიხილეს.

შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა, წარმომადგენლის მოადგილე თამარ საბედაშვილი და UN WOMEN-ის სპეციალური ასისტენტი მანდა მარიანე მინდუსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები