დიდი ბრიტანეთის საელჩომ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კურსის მსმენელებს უმასპინძლა

დღეს დიდი ბრიტანეთის საელჩომ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კურსის მსმენელებს უმასპინძლა.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემიის დელეგაცია საქართველოში მეორედ იმყოფება, დელეგაციას გაერთიანებული ძალების განვითარებისა და თავდაცვის აკადემიის გენერალური დირექტორი, ვიცე-ადმირალი დუნკან პოტსი ხელმძღვანელობს.
მიღებას ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე , საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე, თავდაცვის უწყებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ვიცე-ადმირალ დუნკან პოტსმა მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძეს თინათინ ხიდაშელთან ერთად გადაღებული სამახსოვრო ფოტო გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები