თამარ ბერუჩაშვილმა საქართველოში გერმანიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი სადილი გამართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა საქართველოში გერმანიის ელჩთან ორთვინ ჰენიგთან გამოსამშვიდობებელი სადილი გამართა.
სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში საკუთარ საქმიანობას ასრულებს. თამარ ბერუჩაშვილმა ელჩს მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსა და ორი ქვეყნის ურთიერთობაში შეტანილი პოზიტიური წვლილისათვის.
მინისტრმა ელჩს საქართველოში მოღვაწეობის აღსანიშნავად სამახსოვრო საჩუქარი გადასცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.