რა გახდა აქციაზე დაკავებულთა გათავისუფლების მიზეზი ცნობილია
მელიქიშვილის გამზირზე აქციაზე დაკავებული მმართველი გუნდის ორი მხარდამჭერის გათავისუფლების მიზეზებს “რუსთავი 2” ასაჯაროებს.
მათი ინფორმაციით, ირაკლი ბუაჩიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის მიზეზი დაზარალებულის ჩვენება გახდა, რომელმაც განაცხადა, რომ ბუაჩიძეს მისთვის ხელკეტი არ დაურტყამს.
“რაც შეეხება ზაზა მამალაძეს, დაზარალებულმა ჩვენებაში დააფიქსირა, რომ ხელის მოქნევის შედეგად მას ტკივილი არ განუცდია, რაც ავტომატურად მამალაძის გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი გახდა”, – აღნიშნულია რუსთავი 2″-ის ინფორმაციაში.