გიორგი ალიბეგაშვილი: არცერთი ბავშვი გარეთ არ დარჩება
“არცერთი ბავშვი გარეთ არ დარჩება”,- აღნიშნული განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა ბაგა-ბაღებში ბავშვების რეგისტრაციის საკითხის განხილვისას გააკეთა.
დღევანდელი სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა. უმცირესობისა და უმრავლესობის დეპუტატები ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გავრცელა ინფორმაცია, რომ 17 ათასი ბავშვი წელს ბაგა- ბაღების გარეშე დარჩება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საკრებულოს მმართველი გუნდი უმოქმედობაში დაადანაშაულეს, რაც მმართველმა გუნდმა არ გაიზიარა და უმცირესობის მიერ გაკეთებული განცხადება პოლიტიკურად შეაფასა.
კამათში ფრაქცია “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წევრი თამარ ცინცაბაძე ჩაერთო და განაცხადა, რომ ჯერ მშობლებმა კი არა, ჯერ განათლების სამინისტრომ და მუნიციპალიტეტებმა არ იციან, რა და როგორ უნდა გააკეთონ, და ესენიც ხომ ნერვიულობენ, რა უყონ ან ბავშვებს?! დღეს საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს, ამის გარდა, უნდა განეხილათ ბაგა-ბაგებში მიღების წესი, თუმცა საკითხის განხილვა ცხარე კამათის გამო გადაიდო.