ყოფილმა პოლიტპატიმრებმა და პოლიტდევნილებმა საზოგადოებრივი მოძრაობა დააფუძნეს

  ყოფილმა პოლიტპატიმრებმა და პოლიტდევნილებმა კინოს სახლში გამართულ შეკრებაზე სპეციალური რეზოლუცია მიიღეს, რომლის საფუძველზეც საზოგადოებრივი მოძრაობა სახელწოდებით “საქართველოს პოლიტპატიმრები და რეპრესირებული პირები ეროვნულ-დემოკრატიული ფასეულობების შენარჩუნებისთვის“ დაფუძნდა. დღესვე მიღებული იქნება ოფიციალური მიმართვა, შემუშავდა მიმართვის ტექსტი, საქართველოს ხელისუფლების – პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, ასევე სახალხო დამცველის, ევროსაბჭოს, ეუთოს და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მიმართ. რეზოლუციაში ჩამოყალიბებულია გარკვეული მოთხოვნები სამართლიანობის აღდგენის პროცესის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით. ამ წუთებში ყოფილი პოლიტპატიმრები და პოლიტდევნილები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობისკენ მსვლელობით მიემართებიან, სადაც პრეზიდენტისა და პრემიერის სახელზე მიმართვის ტექსტს დატოვებენ. “დღეს გამართულ შეკრებას დაახლოებით სამასამდე ადამიანი ესწრებოდა, როგორც ყოფილი პოლიტდევნილები და პოლიტპატიმრები, ასევე საზოგადოების სხვა წევრები. შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, მიღებულ იქნა სპეციალური რეზოლუცია, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი მოძრაობა სახელწოდებით: “საქართველოს პოლიტპატიმრები და რეპრესირებული პირები ეროვნულ-დემოკრატიული ფასეულობების შენარჩუნებისთვის“. შევიმუშავეთ მიმართვის ტექსტი, ამ წუთებში მსვლელობით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობისკენ მივემართებით, სადაც აღნიშნული მიმართვის ტექსტს პრეზიდენტისა და პრემიერის სახელზე დავტოვებთ“,-განუცხადა “კვირას“ სამხედერო ექსპერტმა, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა ვახტანგ მაისაიამ. მისვე თქმით, ყოფილი პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილებისთვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც შეიკრიბნენ. შეკრებილებმა სრულად გაიზიარეს ის პათოსი, რაც რეზულუციისა და მიმართვის ტექსტებში ასახულია.
რეზოლუცია (პროექტი): მიღებულია ერთხმად ყოფილი პოლიტპატიმრები სამართალს ითხოვენ! მის აღმატებულებას საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს; საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს. საქართველოს პოლიტპატიმრები და რეპრესირებული პირები დემოკრატიული და ეროვნული ფასეულობათა გადასარჩენად რ ე ზ ო ლ უ ც ი ა კოალიცია “ქართული ოცნება” 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მოსახლეობას სამართლებრივი გარემოს აღდგენას დაჰპირდა, რაც დემოკრატიული ფასეულობების გადარჩენის და სამოქალაქო საზოგადოების შექმნის წინაპირობა უნდა ყოფილიყო, თუმცა, დაპირება დაპირებად დარჩა და იგი ჩაანაცვლა კვაზი-სამართლებრივმა კოჰაბიტაციამ “ქართული ოცნების” კოალიციასა და “ნაციონალური მოძრაობის” ფაშისტური რეჟიმის წარმომადგენელთა შორის, რომლის 9-წლიან მმართველობას ასეულობით ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, თავისუფლება და ქონება შეეწირა. ადგილობრივმა და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებმა განიხილეს რამდენიმე ასეული, რეჟიმისგან რეპრესირებულის საქმე და 260-მდე ადამიანს პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭეს.
საქართველოს პარლამენტმა 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილების ფარგლებში ეს სტატუსი დაუდასტურა 190 ადამიანს, რომლებიც დადგენილების მიღების მომენტში იმყოფებოდნენ პატიმრობაში. სამწუხაროდ, პარლამენტმა ასეთი სტატუსის გარეშე დატოვა დანარჩენი, 70-მდე პოლიტიკური ნიშნით მსჯავრდებული, რომლებიც 5 დეკემბრის დადგენილებამდე გათავისუფლდნენ პატიმრობიდან. ევროპის საბჭოს რეზოლუციით გათვალისწინებული სტანდარტებით, პოლიტპატიმართა შემდგომი რეაბილიტაციის სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნით, უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენების გადასახედად უნდა შექმნილიყო სახელმწიფო კომისია, რომელიც პოლიტპატიმართა წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეების გარდა, განიხილავდა რეჟიმის მმართველობის პერიოდში მართლმსაჯულების ხარვეზების აღმოფხვრის საკითხს იმ 22000-ზე (ოცდა ორი ათასზე) მეტი საჩივრის საფუძველზე, რომელიც საქართველოს მთავარ პროკურატურაში ახალი ხელისუფლების არჩევის დღიდან შევიდა. ჩვენ, ყოფილ პოლიტპატიმრებს, მიგვაჩნია, რომ ძალაუფლების ხელში აღებიდან 18 თვის მანძილზე არა მხოლოდ შესაძლებელი იყო, არამედ გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენდა პოლიტპატიმართა და რეპრესირებულთა რეაბილიტაციის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა, რაც, სამწუხაროდ, არ მოხდა. ამიტომ ყოფილი პოლიტპატიმრები ხელისუფლებისგან კატეგორიულად მოვითხოვთ: 1) პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრად და პოლიტდევნილად პირთა აღიარების შესახებ დადგენილება ჩაითვალოს ახალ გარემოებად და ამის საფუძველზე დაიწყოს მათი რეაბილიტაციის პროცესი; 2) პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სისხლის სამართლის საქმეებზე დაყადაღებულ ქონებაზე დაუყოვნებლივ შეჩერდეს სააღსრულებო წარმოება; 3) დაუყოვნებლივ მოხდეს იმ გამომძიებლების, პროკურორების და მოსამართლეების იდენტიფიცირება, ვინც პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა საქმეების შექმნასა და განხილვაში მონაწილეობდნენ. სახელმწიფომ მათ დაუყოვნებლივ შეუჩეროს უფლებამოსილება; 4) განახლდეს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული პოლიტპატიმრების და პოლიტდევნილების სტატუსის დამდგენი კომისიის მუშაობა; 5) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქართული დელეგაციის საპარლამენტო ჯგუფს დაევალოს რეზოლუციის პროექტის მომზადება საქართველოში პოლიტპატიმრების და პოლიტდევნილების აღიარების შესახებ. ჩვენ, ქართველი ყოფილი პოლიტპატიმრები, მივიჩნევთ, რომ ყოველგვარ გონივრულ ზღვარს გადასცდა მოთმენის ვადა, დროა, ხელისუფლებამ შეასრულოს წინასაარჩევნო დაპირება და სამართლიანობის აღდგენის პროცესი რეალურად დაიწყოს!
მიმართვა (პროექტი): მიღებულია ერთხმად. მის აღმატებულებას, საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს, საქართველოს სახალხო დამცველს, ბატონ უჩა ნანუაშვილს ასლი: ეუთოს და ევროპის საბჭოს ხელმძღვანელობას საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს საზოგადოებრივი მოძრაობა „ანტი-ნაცი-საქართველოს პოლიტპატიმრები და რეპრესირებული პირები ეროვნული და დემოკრატიული ფასეულობების გადარჩენისთვის“ მისამართი, თბილისი, ალ. ყაზბეგის ქ. N 71 e-mail: amiran.kadagishvili@gmail.com
 ო ფ ი ც ი ა ლ უ რ ი    მ ი მ ა რ თ ვ ა საქართველოს ისტორიული განვითარების პერიოდში ყოფილა რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელსაც თავისი წვლილი შეუტანია ქვეყნის შემდგომი განვითარების საქმეში. საქართველოს დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის აღდგენის შემდეგ, უკვე XXI საუკუნეში დადგა დრო სამართლიანობის აღდგენის რეალურად აღსრულებისა, რომელიც ვოლუნტარისტული ფორმებით და საშინელი მეთოდებით იქნა გათელილი სააკაშვილის ხისტი ავტორიტარული პოლიტიკური რეჟიმის მიერ 2004-2012 წლებში. ათასობით და ასი ათასობით საქართველოს მოქალაქე გახდა აღნიშნული რეჟიმის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი. საქართველოში არ დარჩენილა ოჯახი, რომელმაც უშუალოდ და ირიბად მაინც არ იგრძნო ასეთი რეპრესიების სისასტიკე და არ გახდა უსამართლობის მსხვერპლი. 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა საქართველოს მოსახლეობას ჩაუსახა იმედი, რომ სამართლიანობის პროცესი აღდგებოდა. თუმცა გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო, განპირობებული ორხელისუფლებიანობის და ე.წ. „კოაბიტაციის“ პროცესის გათვალისწინებით, აღნიშნული პროცესი გაიწელა დროში და ამ ეტაპზე უკვე დადგა დრო დაიწყოს სამართლიანობის აღდგენის ნანატრი ჟამი. ცნობილი ამერიკელი უფლებადამცველი და ნობელის პრემიის ლაურეატი, მარტინ ლუთერ კინგი ამბობდა: „უსამართლობა სადმე, არის სამართლიანობისთვის შექმნილი საშიშროება ყველგან“. ამიტომაც ჩვენთვის, 21-ე საუკუნის პოლიტპატიმრებისა და პოლიტიკურად მოტივირებულ რეპრესირებულ პირთათვის პრინციპულად მნიშვნელოვანია დავიცვათ და დაცული იქნას სამართლიანობა ჩვენს ქვეყანაში და ამას ჩვენ განვახორციელებთ მშვიდობიანი და სამართლის ჩარჩოებში მოქმედი ფორმებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთაც. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქვემორე ხელისმომწერნი, ვიზიარებთ რა მოძრაობის ეგიდით მიღებული რეზოლუციის ტექსტს, საქართველოს ახალი ხელისუფლების წინაშე ვაყენებთ შემდეგი სახის მოთხოვნებს, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის პროცესის აღდგენას: 1) საქართველოს პარლამენტის მიერ 190 პოლიტიკურ პატიმრისა და 25 პოლიტიკური დევნილის აღიარების პოლიტიკური დადგენილება ჩაითვალოს ახალ გარემოებად, რის საფუძველზეც მათი საქმეების გადასინჯვისა და რეაბილიტაციის პროცესი დაიწყება; 2) შეჩერდეს პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების დაყადაღებულ ქონებაზე სააღსრულებო წარმოება; 3) შეჩერდეს იმ გამომძიებლების, პროკურორების, მოსამართლეებისთვის თანამდებობრივი უფლებამოსილება, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის მიერ აღიარებულ პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილთა საქმეების გაყალბებასა და შეთითხვნაში; 4) განახლდეს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხების კომიტეტთან არსებული პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების სტატუსის დამდგენი კომისიის მუშაობა; 5) ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას დაევალოს შესაბამისი პროექტის წარდგენა, რათა ამ ორგანიზაციამ აღიაროს საქართველოში პოლიტპატიმრების და პოლიტდევნილების სტატუსი, რომელიც განისაზღვრა 2012 წლის 5 დეკემბრის საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ შესაბამისი დადგენილების საფუძველზე. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული მიმართვის საფუძველზე საქართველოს ახალი ხელისუფლება დაიწყებს სამართლიანობის აღდგენის აღსრულების ისტორიულ პროცესს, რაც კიდევ უფრო განამტკი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები