თავდაცვის სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი დასაქმდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი გიგა აბულაძე ხელშეკრულებით დასაქმდება.

თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის გადაწყვეტილებით, გიგა აბულაძე სამინისტროს ადმინისტრაციაში საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხების მიმართულებით იმუშავებს.

გიგა აბულაძე თავდაცვის სამინისტროში პირველად იმყოფებოდა. თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ახალგაზრდა სამინისტროში მიიღო და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით მის ხედვას გაეცნო.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი გიგას გასულ კვირას, მარათონის ტიპის გარბენში – „ერთად ვიმარჯვებთ“ – ფარგლებში შეხვდა.

25 წლის გიგა აბულაძეს თანდაყოლილი სპინალური ამიოტროფია აღენიშნება, რის გამოც გადაადგილება უჭირს; თუმცა, ის აქტიურ ცხოვრების წესს მისდევს.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საკითხთან დაკავშირებით, გიგა არაერთი სტატიის ავტორია.

დაინტერესებულია მარკეტინგის, მენეჯმენტისა და ბრენდინგის მიმართულებით. ამ თემაზე გიგა ონლაინ ლექციებს რეგულარულად ისმენს და შეძლებისდაგვარად, სხვადასხვა სემინარს ესწრება. მოგვიანებით, მარკეტინგის კუთხით უმაღლესი განათლების მიღებასაც გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები