მინდია ჯანელიძე კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე მწუხარებას გამოხატავს კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. “ყველა ქართველი ჯარიკაცის სიცოცხლე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და დიდი ტკივილია თითოეული მათგანის დაკარგვა. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და სრულიად საქართველოს,“ – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
კაპრალი რამაზ დავითაია 2012 წლის 20 ივნისს ქართველი სამხედრო მოსამსახურე პატრულირების დროს მძიმედ დაიჭრა, იგი მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის შემადგენლობაში, ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ასრულებდა მისიას. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით, მედლით „სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“ და უწყებრივი მედლით „საბრძოლო იარისათვის“.