ნატოს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს

საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ ნატოს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს. აღნიშნულ კონფერენციას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ხსნის. თინათინ ხიდაშელი ფორუმში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნებსა და ექსპერტებს სიტყვით მიმართავს.

ნატოს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის კონფერენცია მნიშვნელოვანი სამხედრო ფორუმია, სადაც ტრანსფორმაციის საკითხები და ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამომავლო გამოწვევები განიხილება. ყოველწლიურ ღონისძიებაზე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების გენერალური შტაბების უფროსებს შესაძლებლობა აქვთ ერთმანეთს სტრატეგიულ საკითხებზე სამომავლო ხედვა გაუზიარონ. კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის ქვეყნებში ტრანსფორმაციის შესახებ აზრთა გაზიარებასა და ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები