თავდაცვის სამინისტრომ სახელმწიფო დროშები დაუშვა – ვიდეო

დღეს კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო სახელმწიფო დროშები დაუშვეს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ISAF-ის მისიაში დაჭრილი კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. სამშობლოსთვის თავდადებული მებრძოლი, კაპრალი დავითაია გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს გარდაიცვალა.
იგი მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის შემადგენლობაში, ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ასრულებდა მისიას. 2012 წლის 20 ივნისს ქართველი სამხედრო მოსამსახურე პატრულირების დროს მძიმედ დაიჭრა.
რამაზ დავითაია შეიარაღებულ ძალებში 2007 წლის 26 ივნისიდან ირიცხებოდა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით, მედლით „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“ და უწყებრივი მედლით “საბრძოლო იარისათვის”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები