ზურაბ ალექსიძემ ფილიპინების პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს ელჩმა ზურაბ ალექსიძემ ქ. მანილაში პრეზიდენტის სასახლეში ფილიპინების რესპუბლიკის პრეზიდენტს ბენინო აკინო მესამეს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
ფილიპინების პრეზიდენტთან ხანმოკლე საუბრისას ზურაბ ალექსიძემ მადლობა გადაუხადა ქვეყნის ხელისუფლებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და გამოთქვა მზადყოფნა, მანილაში საქართველოს პირველი არარეზიდენტი ელჩის რანგში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას სხვადასხვა სფეროში მაქსიმალურად შეუწყოს ხელი.