ხალხური რეწვის ნიმუშები ქსნის ხეობიდან

  13 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართულ სიძველეთა კვალდაკვალ“ აწყობს გამოფენას „ქსნური ფოლკლორი – ხალხური რეწვის ნიმუშები ქსნის ხეობიდან.“
გამოიფინება ქსნის ხეობის ყოფაში შემორჩენილი ხალხური რეწვის ძველი და ახალი ნიმუშები: კერამიკა, ფარდაგი, სპილენძის ნაკეთობანი და ხის მხატვრული დამუშავების ნიმუშები. ექსპოზიცია გაფორმდება შესაბამისი ფოტომასალით. ღონისძიების მხარდამჭერია ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა. გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატები მოძიებულია ქსნის ხეობის სოფლებში: ცხავატი, ლარგვისი, მშველიეთი, ხარბალი, ქარჩოხი, ჭორჭოხი, იკოთი, დადიანეთი, ჩიტიანი, ალევი, საძეგური, კორინთა, მორბედაანი. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს მანანა ჩიტიშვილი, ქსნის ხეობის უშორესი სოფლებიდან მოწვეული უხუცესი ოსტატები, 83 წლის მაშო გოგაშვილი ტრადიციულ დაზგაზე მოქსოვს ფარდაგს; საძეგურელი სახალხო მთქმელი და მეგარმონე თამარ ელოშვილი გარმონზე შეასრულებენ საკუთარ ლექსებს, გამოფენაში ასევე მონაწილეობს ახალგორის ვაჟთა ანსამბლი „ლომისი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები