მსახიობ ლია კაპანაძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო
მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში, თეატრისა და კინოს ვარსკვლავის თუმანიშვილის თეატრის მსახიობის საქართველოს დამსახურებული არტისტის ლია კაპანაძის იუბილე გაიმართა. შეხვედრა პროექტის ,,შეხვედრები თუმანიშვილის თეატრში“ ფარგლებში ჩატარდა. ლია კაპანაძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ იუბილეს დაესწრნენ მისი კოლეგები, მსახიობები, რეჟისორები და თაყვანისმცემლემი. საქართველოს დამსახურებული არტისტი, თუმანიშვილის თეატრის მსახიობი ლია კაპანაძე 1934 წლის 8 მარტს ქალაქ თბილისში დაიბადა 1954 წელს დაამთავრა მე-19 საშუალო სკოლა, ხოლო 1959 წელს შ.რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში (1959–1970), კ. მარჯანიშვილის სახელობის აკ. თეატრში. 1980 წლიდან კინოსტუდია “ქართული ფილმის” მსახიობია. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1979). დღემდე თუმანიშვილის თეატრის ყველაზე ღვაწლმოსილი მსახიობია და კინოსა და თეატრის მაყურებელს კარგად ახსოვს მის მიერ შესრულებული როლები. აღსანიშნავია მისი კინოროლები მერაბ კოკოჩაშვილის “დიდ მწვანე ველში”, სადაც მისი პატრნიორი დოდო აბაშიძე იყო და მან პირიმზე განასახიერა. დასამახსოვრებელია მისი პერსონაჟები ასევე ფილმებში: “ფერისცვალება”, “კუკარაჩა”, “დათა თუთაშხია”, “როცა აყვავდა ნუში”.