მანანა დოიჯაშვილის კლასის კონცერტი
13 მარტს, 19 საათზე კონსერვატორიის მცირე დარბაზში კონსერვატორიის პროფესორ მანანა დოიჯაშვილის კლასის კონცერტი „სამუსიკო სემინარიის“ სტუდენტებისა და კონსერვატორიის სტუდენტთა მონაწილეობით ჩატარდება. კონცერტზე აჟღერდება სხვადასხვა ეპოქისა და სტილის კომპოზიტორების: ლისტის, გრიგის, დებიუსის, სკრიაბინის, სტრავინსკის, რახმანინოვისა და პროკოფიევის მხოლოდ საფორტეპიანო ეტიუდები, რაც ერთგვარი სიახლეა ქართულ საკონცერტო სივრცეში. კონცერტზე პირველად სრულდება, აგრეთვე, საქართველოში: მე-20 საუკუნის უნგრელი კომპოზიტორის, ძიორდ ლიგეტის ეტიუდი N10 “Der Zauberlehsling” („ჯადოქრის შეგირდი“); მე-20 საუკუნის უკრაინელი კომპოზიტორის, პიანისტისა და ჯაზმენის, ნიკოლაი კაპუსტინის ეტიუდები N10 „Der Zauberlehsling” ინტერმეცო და N8 „finali“ და თანამედროვე ქართველი კომპოზიტორის, ზურაბ ნადარეიშვილის პოპური „ბატონი ჩერნის საპატივცემულოდ“ 16 ხელისთვის, რომელსაც ერთად შეასრულებს კონცერტის ყველა მონაწილე.