დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა
დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით თბილისის ყველა რაიონში ღონისძიებებია დაგეგმილი. გასართობი სანახაობები, საბავშვო კონცერტები, სპორტულ-გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართება ზოოპარკში, დედაენის ბაღში, ვაკის პარკსა და კიკვიძის პარკში. დღის ბოლოს კი საჰაერო ბუშტებს გაუშვებენ. დღესვე ნიქოზში ხალხური სიმღერის მოზარდთა ფესტივალი ჩატარდება, რომელშიც ფოლკლორული ჯგუფი და 500-მდე ბავშვი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის წეროვანში მცხოვრები დევნილი ბავშვების ნახატებიც გამოიფინება. ღონისძიებებს ნიქოზში კულტურის მინისტრიც დაესწრება.
ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებში წელს თურქეთიდან მონაწილეობას მიიღებს ცნობილი საბავშვო მწერალი და კარიკატურისტი ბეჰიჩ აქი. საქართველოში თურქეთის საელჩოს ცნობით, 4-8 ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებისათვის საქართველოს ეროვნული მუზეუმში მოეწყობა ვორქშოფი სახელწოდებით: “ნახატების წაკითხვა”. ასევე პირველ ივნისს გაიხსნება კარიკატურისტის ილუსტრაციების გამოფენა სახელწოდებით: “ბეჰიჩ აქი და ბავშვები”. გამოფენა გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში გაიმართება.