„მინანქარი ისეთია, ყველაფერს ერთნაირს რომ აკეთებდე, მაინც ორიგინალურია…“

„პროფესიის არჩევაზე ბევრი არ მიფიქრია, რადგან ჩემი მშობლები მხატვრები არიან. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ მომავლის გზა უკვე არჩეული მქონდა. მართალია სხვა პროფესიაზეც ვფიქრობდი, მაგრამ, ბოლოს მაინც ის ავირჩიე, რაც ჩემთვის კარგად ცნობილი და ახლობელი იყო. თუმცა, მშობლებისგან განსხვავებით, მე ლითონის დიზაინი ავირჩიე…“ – დიზაინერი თამთა ცაციაშვილი.11121033_857545474294506_368585431_n

– სამხატვრო აკადემია, ლითონის დიზაინის მიმართულება…
– ლითონი თვითონ ძალიან საინტერესო მასალაა და შემოქმედებითი კუთხით მუშაობაც უფრო შესაძლებელი იქნებოდა. გარდა ამისა, ფაკულტეტზე სხვადასხვა მიმდინარეობაა და მე სამკაულის დიზაინი ავირჩიე. ლითონს აქვს შესაძლებლობა, დამოუკიდებლად, სახლში იმუშაო. სამკაულზე კი მოთხოვნა ყოველთვის არის და მომხმარებელიც ბევრი ჰყავს. უბრალოდ, საჭირო და აუცილებელი ნივთია, ქალს დახვეწილს და უფრო ქალურს ხდის.
ძირითადად, ვერცხლზე ვმუშაობ. ძალიან მიყვარს თვითონ ლითონის დამუშავება. ვადნობ, ვაბრტყელებ, საჭირო ფორმას ვაძლევ. ეს პროცესი არის სასწაული. გამდნარი ლითონი ჩემი ფავორიტია. ხანდახან მგონია, რომ ლითონი სისხლში მაქვს გამდნარი. მუშაობის პროცესში ვეცლები გარე სამყაროს და სულ სხვა გარემოში ვხვდები. ვხვდები, რომ რაღაცის მბრძანებელი ვარ.
– შთაგონების წყარო…
– ჩემი მუზა არის ადამიანები, ურთიერთობები, მეგობრები. შეიძლება კონკრეტული ადამიანი იყოს, შთაგონების წყარო. საინტერესოა მოცემულ თემაზე მუშაობაც. კონკურსების დროს ხშირად არის კონკრეტული თემა, რომელზეც შეიძლება მე საერთოდ, არ მემუშავა. მაქვს შეკევთებიც, მაგრამ, ძირითადად, უბრალოდ, მუშაობა მინდა, ჩემს რაღაცას უნდა გადმოსვლა.11262921_857545470961173_1923337615_n
მუშაობის დროს აუცილებლად უნდა იყოს სიწყნარე და სიმშვიდე. ამიტომ, ძირითადად, ღამე ვმუშაობ. მუსიკასაც არ ვანიჭებ დიდ უპირატესობას. როცა მარტო ვარ, ჩემს თავთან ვარ ერთი და კონცეტრირებული მთლიანად ამ საქმეზე.
– გამოფენები და კონკურსები…
– ვფიქრობ, მნიშვნელოვანი და აუცილებელია გამოფენებიც და კონკურსებიც. საკუთარი თავის რეალიზების მეტი შესაძლებლობა გაქვს.
შემიძლია გამოვარჩიო ჰაიდნის შემოქმედებისადმი მიძღვნილი კონკურსი, რომლისთვისაც გავაკეთე „წელიწადის დროები“. ნოტების ფორმა ჰქონდათ და თითო ნოტი იყო წელიწადის თითო დრო. გამორჩეული იყო ეს კონკურსი, რადგან პირველად ვიღებდი კონკურსში მონაწილეობას და მესამე ადგილზე გავედი. ესკიზზე დიდხანს ვიმუშავე და ბოლოს შემოქმედებითი და საინტერესო ნამუშევარი მივიღე, რაც მთავარია, კარგი შედეგით.
სამკაულებიდან, ნაციონალური ორნამენტით, ხევსურულ თემაზე შექმნილ სადიპლომო ნამუშევარს 11291940_857545490961171_508465114_nგამოვარჩევდი. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ჩემი შექმნილი ყველა სამკაული ძალიან მიყვარს. მინანქარი ისეთია, ყველაფერს ერთნაირს რომ აკეთებდე, მაინც ორიგინალურია, რადგან თითოეული დეტალი თავიდან კეთდება და მაინც მთელი სული და გული მიაქვს. მთელი ჩემი შემოქმედებითი წყარო სამკაულებში იხარჯება. ამიტომ, ხატვისთვის დრო საერთოდ არ მრჩება. იშვიათად, შეიძლება გაზაფხულზე ყვავილებმა გააღვიძოს ემოცია და დავხატო.
– ახლა, სულ სხვა მიმართულებით მუშაობ…
– კოლეჯ „იკაროსში“ სრულიად შემთხვევით მოვხვდი. ხატვის მასწავლებელი სჭირდებოდათ და დამირეკეს. საგანს ქვია, სპეც-ხატვა, ძერწვა. სამხატვრო აკადემიაში ხუთი წელი ვსწავლობდი ძერწვას. ძალიან კარგი პედაგოგები მყავდა და უკან არ დავიხიე. საკონდიტრო ფაკულტეტზე ტორტის დიზაინს ვასწავლი. მერე საქართველოს კულინარიის აკადემიაში მოვხვდი, სადაც ერთ-ერთმა საკონდიტრომ მიპოვა და დიზაინერად წამიყვანეს. უკვე რამდენიმე წელია ვმუშაობ და, ძირითადად, ამით ვარ დაკავებული. გარდა ამისა, დიდი ხნის ოცნება ავისრულე, კოლეჯში ვსწავლობ საკონდიტროზე, ბარმენის ფაკულტეტზე და სამკაულებისთვის ცოტა დრო მრჩება. მაგრამ მაინც ვმუშაობ, არ მინდა ხელი გავიფუჭო და მინდა ვაკეთო ის, რაც ჩემს სულს და გულს უხარია.
– საქართველო და ხელოვნების ბედი…11355596_857545480961172_49811664_n
– ხელოვანის ბედი არა მხოლოდ საქართველოში, მთელს მსოფლიოში და ნებისმიერ დროში მძიმეა. ადამიანები თვლიან, რომ შემოქმედებითი ნიმუში აუცილებელი არ არის და ურჩევნიათ თავიაანთი შემოსავალი სხვა რაღაცებში დახარჯონ. ამიტომ, ცოტა გვიჭირს ხელოვან ადამიანებს. აუცილებელია დამატებით სხვა პროფესიაც ჰქონდეს, რომ მერე თავის შემოქმედებაზეც იმუშაოს. მე ვისურვებდი, საქართველოში ყველა ხელოვანი იყოს დაფასებული, იმ დონემდე მაინც, რომ სურვილი არ გაუჩნდეთ, შემოქმედება დათმონ, საკუთარი თავის რეალიზება და გამოხატვის საშუალება შეძლონ.

მზევინარ ხუციშვილი

11358828_857545477627839_1610447697_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები