ევროპის 7 ქალაქში საქართველოს მხარდამჭერი აქცია იმართება

ქართული დიასპორის წარმომადგენლები რიგის სამიტის მსვლელობისას მშვიდობიან აქციებს ევროპის 7 ქალაქში მართავენ. აქციის მონაწილეების მთავარი ლოზუნგია: “მხარი დაუჭირეთ საქართველოს, უკრაინის და მოლდავეთის ევროპულ არჩევანს”.

ქართველებმა, უკრაინელ მეგობრებთან ერთად, აქციები, სტრასბურგში, ბრიუსელში, ვარშავაში, პრაღასა და კიევში გამართეს.

დიასპორის წარმომადგენლები საქართველოს, უკრაინის და მოლდავეთის მხარდამჭერ მშვიდობიან აქციას რიგის სამიტის დასკვნით ეტაპზე რიგასა და ბერლინშიც გამართავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები