„სპექტრში“ პოლიეთილენის მაგისტრალური მილსადენების მშენებლობის მიმართულებით სასერტიფიკაციო-სატრენინგო კურსები ჩატარდება
თურქეთის ქალაქ სტამბოლში პოლიეთილენის წყლის და გაზის მაგისტრალური მილსადენებისათვის, პირა-პირა შედუღების აპარატების მწარმოებელი კომპანია TURAN MAKINA PLASTIK BORU SİSTEMLERİ A.Ş-სა და კომპანია „ჯეოტურანის“ პატრონაჟით, თბილისში, საზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“ 21 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით, 11:00 საათზე პოლიეთილენის მაგისტრალური მილსადენების მშენებლობის, პირა-პირა შედუღების მეთოდიკის მიმართულებით სასერტიფიკაციო-სატრენინგო კურსები ტარდება. მონაწილეებს ჩაუტრდებათ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მეცადინეობა, სადაც ისინი შეისწავლიან პირა-პირა შედუღებას მექანიკური, ჰიდრავლიკური და CNC აპარატების გამოყენებით. ტრენინგს წარუძღვებიან უცხოელი სპეციალისტები ონლაინრეჟიმში, მწარმოებელი კომპანიის თანამედროვე ტექნოლოგიების ბაზაზე. აღნიშნული სატრენინგო კურსები აღიარებულია საერთაშორისო დონის სასერტიფიკაციო ცენტრების მიერ. წარმატებულ სპეციალისტებს გადაეცემათ სერტიფიკატები და ID ბარათები.