ქალბატონის მდგომარეობა, რომელიც ქმარმა ცულით დაჭრა, მძიმეა

60 წლის ქალბატონის მდგომარეობა, რომელსაც ქმარმა თავში ცული ჩაარტყა, სტაბილურად მძიმეა. ის ქობულეთის სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული. დაზარალებულს შემთხვევის შედეგად ტვინის ტრავმა და ქალა-ტვინის შერყევა ჰქონდა. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დოისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ქობულეთის რაიონის სოფელ დაგვაში მოხდა. მამაკაცი, რომელმაც ცოლს თავში ცული ჩაარტყა, დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები