ჯაბა ჯიშკარიანი მოქალაქეებთან ტრადიციულ შეხვედრებს განაგრძობს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი წევრი ჯაბა ჯიშკარიანი საკუთარ სამაჟორიტარო ბიუროში მოსახლეობასთან ტრადიციულ შეხვედრებს აგრძელებს.
საკრებულოს ინფორმაციით, მოქალაქეებმა დეპუტატს, ძირითადად, სოციალური, ინფრასტრუქტურული, მიწის ლეგალიზაციის, საცხოვრებელი ფართების დაკანონებისა და მედიკამენტების დაფინანსების თხოვნით მიმართეს.
დეპუტატი მათ დახმარებას კომპეტენციის ფარგლებში დაჰპირდა.
ჯაბა ჯიშკარიანის თქმით, სამაჟორიტარო ბიუროში ახალი ტექნოლოგია დაინერგა, რომელიც მთაწმინდის რაიონის ოთხ ზონად დაყოფას გულისხმობს. თითოეულ ზონას კურატორობას სპეციალურად მიმაგრებული თანამშრომელი გაუწევს.
,,მოსახლეობას არსებული პრობლემების მოგვარებაში, შეძლებისდაგვარად, დროულად ვეხმარებით. ამასთან, საკრებულოში გარკვეული საკანონმდებლო ინიციატივის შეტანას ვაპირებთ, რომელზეც წარმომადგენლობითი ორგანო გადაწყვეტილებას დადგენილების სახით მიიღებს. ეს კი ყველა ფართო მასშტაბისა და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს’’,-განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.
მთაწმინდის რაიონის დეპუტატის ჯაბა ჯიშკარიანის ბიურო შანიძის #18-ში მდებარეობს, სადაც დეპუტატი და ბიუროს თანამშრომლები მოსახლეობას, შაბათ-კვირის გარდა, ყოველდღიურად, 12.00 -დან 18.00 საათამდე ხვდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები