გიგლა ბარამიძე: NDI და IRI კვლევებს, ჯერ კიდევ მერაბიშვილის დროს გადაცემული კონფიდენციალური სიების მიხედვით ატარებენ

NDI და IRI კვლევებს, ჯერ კიდევ მერაბიშვილის დროს გადაცემული კონფიდენციალური სიების მიხედვით ატარებენ, – ამის შესახებ პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა ბარამიძემ „ობიექტივის“ ეთერში გნააცხადა.
მისი თქმით, NDI და IRI ეს დაახლოებით ერთი და იგივე სტრუქტურაა, მათ ჰყავთ ერთი პატრონი – აშშ. როგორც ბარამიძემ განაცხადა, პარტიაში სანთლით ეძებენ ადამიანებს, ვინც მათ მიერ ჩატარებულ გამოკითხვებში მიიღეს მოინაწილეობა.
„ამ ორგანიზაციებს ჯერ კიდევ მერაბიშვილის დროს მიეცათ კონფიდენციალური სიები და სწორედ ამ სიებით ხდება გამოკითხვა. აქ პირდაპირ იხატება სცენარი, თუ როგორ ხდება საქართველოს მოსახლეობის ზომბირების მცდელობა არჩევნების წინ!“ – განაცხადა გიგლა ბარამიძემ.
იგი მიიჩნევს, რომ საქართველოში უნდა იყოს დამოუკიდებელი ეროვნული სააგენტო, რომელიც თავად ჩაატარებს კვლევებს მიუკერძოებლად.
„ვერც ამ უნიათო და ვერც წინა ხელისუფლებამ ვერაფრით ვერ მოახერხა ქართველ ხალხს ჰქონდეს დამოუკიდებელი ეროვნული სააგენტო, რომელიც თავად ჩაატარებს კვლევებს მიუკერძოებლად და არ ვიქნებით ყოველთვის ამერიკის მითითებებზე დამოკიდებული“, – ამბობს „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები