ნოდარ ხადური ალბანეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ალბანეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, ერხონ ლუჩის შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ალბანეთს შორის თანამშრომლობის საკითხი განიხილეს. ასევე, საუბარი საქართველოსა და ალბანეთს შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკებების დაწყების პერსპექტივას შეეხო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები