ბი-ბი კინგი ლას-ვეგასში გარდაიცვალა

ლეგენდარული ბლუზმენი ბი-ბი კინგი ლას-ვეგასში 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო კვირების განმავლობაში კინგი შაქრის დიაბეტით იყო ავად, რომელიც საკმაოდ მძიმე ფორმებში გადაიზარდა. ბლუზმენის მხარდასაჭერად ქალაქ მემფისის ხელისუფლებამ 12 მაისი „ბი-ბი კინგის დღედ“ გამოაცხადა და კინკის თაყვანისმცემლებს მიმართა, რომ მუსიკოსს წერილები და ვიდეომიმართვები გაუგზავნონ.
„ბი-ბი“, იგივე რაილი კინგი 1925 წლის 16 სექტემბერს დაიბადა. „ბი-ბი“ მას ადგილობრივ რადიოსადგურში მუშაობის დროს დაარქვეს, რაც ზედმეტსახელის Blues Boy-ის შემოკლებული ვარიანტია. კინგის სახელი აშშ-ში 1950-იან წლებში გახდა ცნობილი. 1971 წელს მან პირველი გრემი მიიღო კომპოზიციისთვის «The Thrill is Gone». ამას მოჰყვა ცნობილი ჰიტები: „To Know You Is to Love You» და «I Like to Live the Love».

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები