ჩინეთში პედოფილიისთვის სიკვდილით დასჯა დაშვებული იქნება

ჩინეთი არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის სისხლის სამართლის სასჯელებს ამკაცრებს, რითაც თავის ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას ამყარებს,- ამის შესახებ საერთაშორისო მედია წერს.

მედიის ცნობით, ეს, პირველ რიგში, ბავშვების სექსუალურ ძალადობას, ტრეფიკინგს და სხვა ქმედებებს ეხება, რომლებიც მძიმე ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ზიანს აყენებს მათ. განსაკუთრებით სერიოზულ შემთხვევებში, კანონი სიკვდილით დასჯის გამოყენებას ითვალისწინებს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უზენაესი სახალხო სასამართლოს თანახმად, ასეთი დანაშაულები არა მხოლოდ სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევად, არამედ საზოგადოებრივი მორალისა და საზოგადოებრივი წესრიგის საფუძვლების დარღვევადაც ითვლება. ამიტომ, სასამართლოებს ურჩევენ, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სანქციები დააწესონ.

ეროვნული სახალხო კონგრესის წარმომადგენლის, ნა იანფანგის თქმით, სექსუალური ძალადობის, შევიწროებისა და სკოლაში ბულინგის პრევენციის სისტემების შემუშავებაში პროკურატურა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები