კიმ ჩენ ინი, სავარაუდოდ, ქალიშვილს მემკვიდრედ ამზადებს – სადაზვერვო სამსახური

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი, სავარაუდოდ, საკუთარ ქალიშვილს, კიმ ჯუ ეს მემკვიდრედ ამზადებს, – ინფორმაციას სამხრეთ კორეის ეროვნული სადაზვერვო სამსახური (NIS) ავრცელებს.

უწყების შეფასებით, ბოლო პერიოდში კიმ ჯუ ე ხშირად მონაწილეობს მაღალი დონის სახელმწიფო ღონისძიებებში, რაც ანალიტიკოსების ნაწილის მიერ მისი პოლიტიკური როლის გაძლიერებად ფასდება. მათ შორის იყო პეკინში გამართული ოფიციალური ვიზიტი, სადაც ის მამას თან ახლდა.

სამხრეთ კორეის პარლამენტის წევრის, ლი სონგ-კვენი განცხადებით, სადაზვერვო ბრიფინგზე მიღებული ინფორმაციის მიხედვით, კიმ ჯუ ე ესწრებოდა მნიშვნელოვან სახელმწიფო ცერემონიებს, მათ შორის კორეის სახალხო არმიის დაარსების წლისთავს. მისი თქმით, არსებობს ნიშნები, რომ ის ეტაპობრივად ერთვება პოლიტიკურ პროცესებში.

კიმ ჯუ ე სახელმწიფო მედიაში პირველად 2022 წელს გამოჩნდა, როდესაც მამასთან ერთად საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოცდას დაესწრო. ეროვნული უსაფრთხოების სამსახური მიიჩნევს, რომ კიმ ჩენ ინს უფროსი ვაჟიც ჰყავს.

მისი არსებობის შესახებ საერთაშორისო საზოგადოებამ პირველად 2013 წელს შეიტყო, როდესაც ამერიკელმა კალათბურთელმა დენის როდმანი გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტისას ლიდერის მცირეწლოვან ქალიშვილს შეხვდა.

სამხრეთ კორეის დაზვერვა აღნიშნავს, რომ მემკვიდრედ ოფიციალური დანიშვნის შესახებ ამ ეტაპზე დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები