,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრა გრძელდება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, სოფელ სავანეთისა და ტალავერის მოსახლეობას შეხვდა და სოფლებში არსებულ საჭიროებებს გაეცნო. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოქალაქეებმა მათთვის პრიორიტეტული საკითხები დაასახელეს და მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტები ერთობლივად შეარჩიეს.

“შეგახსენებთ, რომ 2026 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარი გამოიყო.

მოსახლეობასთან შეხვედრებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი სვანიძე,  მერის მოადგილე, თურალ ვალიევი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები