თავდაცვის მინისტრი მოადგილეებს დღეს წარადგენს

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი პირველ მოადგილეს და მოადგილეებს დღეს, 15:00 საათზე დაასახელებს. ამის შესახებ ხიდაშელმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, მოადგილეების წარდგენა თავდაცვის სამინისტროში გაიმართება.
„დღეს 15:00 საათზე გვექნება თავდაცვის სამინისტროში მოადგილეების წარდგენა. ასე რომ, ყველას გელოდებით. დღეს ჩემი პირველი მთავრობის სხდომაა, ძალიან ბევრი საკითხია განსახილველი. მოლოდინი არის სამუშაო, დარწმუნებული ვარ ყველა საკითხზე მსჯელობა გვექნება“, – განაცხადა ხიდაშელმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები