ლატვიაში „გეორგიევსკის ლენტების“ აკრძალვას გეგმავენ

ლატვიის პარლამენტის დეპუტატები გამოვიდნენ ინიციატივით, საზოგადოებრივ ადგილებში „გეორგიევსკის ლენტების“ აკრძალვის შესახებ. კანონპროექტის ავტორების აზრით, „გეორგიევსკის ლენტი“ რუსული ნეოიმპერიალიზმის სიმბოლოა, ასევე ის ყირიმის ოკუპაციასთან და უკრაინის აღმოსავლეთში საომარ მოქმედებებთან არის გაიგივებული.
დეპუტატების განცხადებით, პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების საზოგადოებრიობა შეშფოთებულია რუსული პროპაგანდის გავლენის ზრდით, რის გამოც ზოგიერთ სახელმწიფოში „გეორგიევსკის ლენტის“ გამოყენება შეზღუდულია, ზოგიერთში კი – საერთოდ აკრძალული. კანონპროექტს ექვსმა დეპუტატმა მოაწერა ხელი და ის პარლამენტის უახლოეს სხდომაზე უნდა იყოს განხილული. მისი ერთ- ერთი ავტორი ვეიკო სპოლიტისი ამბობს, რომ „გეორგიევსკის ლენტმა“ ბოლო დროს როლი შეიცვალა – თუ ის თავიდან გამბედაობის და გმირობის სიმბოლოს წარმოადგენდა, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ ის აგრესიის სიმბოლო გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები