„ჩვენ არ შევდივართ ევროპაში, ჩვენ ევროპაში ვბრუნდებით“

ჩვენ არ შევდივართ ევროპაში, ჩვენ ევროპაში ვბრუნდებით, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მინისტრის თქმით, საქართველოს აქვს კარგი შედეგები და უნდა გაგრძელდეს ამ მიმართულებით სვლა. “ვფიქრობ, არის ერთი დიდი მოლოდინი, რომ ჩვენი პარტნიორობა ევროკავშირთან გასცდეს ასოცირების ხელშეკრულებას, არ იყოს შემოსაზღვრული მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულებით. საქართველოს აქვს კარგი შედეგები და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით სვლა და იმაზე, რომ ვექტორი არ უნდა შეიცვალოს, ვთანხმდებით როგორც პოლიტიკოსები, ასევე საზოგადოება. არა მგონია, რომ შორს ვიყოთ დასავლეთისგან, თუ კავშირებს გავითვალისწინებთ. ჩვენ არ შევდივართ ევროპაში, ჩვენ ევროპაში ვბრუნდებით”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები