„შემოდგომაზე „ნაციონალები“ არასამთავრობოების დახმარებით არეულობას გეგმავენ“

„შემოდგომაზე „ნაციონალები“, 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით, არეულობას გეგმავენ“, – აღნიშნული განცხადება „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.

შატბერაშვილის განცხადებით, არეულობა ერთადერთი გზაა, რომელი საშუალებითაც „ნაცინალებს“ შეუძლიათ, ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, რადგან მათ დღეს მოსახლეობის არანაირი ნდობა არ გააჩნიათ.
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც, მისი განცხადებით, ამ არეულობის პროვოცირებას მოახდენენ, ყოფილი სახელისუფლებო გუნდის მხარდამჭერები არიან.
„ნაციონალური მოძრაობა“ უკვე არც მალავს, რომ ხელისუფლებაში მობრუნებას არეულობის გზით აპირებს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იცის, რომ მათ ყოფილ ლიდერებს საზოგადოება სიძულვილით უყურებს, ამიტომ ამ შემთხვევაში მათ საყრდენს ის არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენენ, რომლებიც ოფშორული ორგანიზაციებიდან მსუყედ ფინანსდებიან. ამ ორგანიზაციებს ათეულ – ათასობით ადამიანი ჰყავთ, რომლებსაც ხელფასს უხდიან, რომლებიც არეულობის მოწყობის შემთხვევაში მზად არიან, გამოვიდნენ და 90-იანი წლების მსგავსი არეულობა შექმნან. იმ არასამთავრობოებს შორის, რომლებიც აგრესიულობით გამოირჩევიან, არის „სამართლის თაობა“, რომლის ხელმძღვანელები ხათუნა ბერძენიშვილი და გირშელ ბართაია არიან. ასევე ყველასთვის ცნობილი „თავისუფალი ზონა“, – კობა ხაბაზი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“- ეკა გიგაური, „სამართალდამცველთა დაცვის ლიგა“ -გოგა ონიანი. ეს არის ცნობილი ზონდერი, რომლიც წინააღმდეგაც არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, „რეფორმატორთა კლუბი“ – ხელმძღვანელი ირაკლი კობიძე, ეს გახლავთ „ნაციონალების“ პროკურორი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ბევრ ბინძურ დავალებას ასრულებდა და ცრუ ბრალდებით აღძრავდა ხოლმე საქმეებს. ყველამ კარგად იცის, რომ ის ადამიანები, რომლებიც ჩამოვთვალე, აღვირახსნილი „ნაციონალები“ არიან“,- აღნიშნა სოსო შატბერაშვილმა.
სოსო შატბერაშვილმა დღესვე „კვირას“ პრესკლუბის მეშვეობით სამართალდამცავებს მიმართა და აღნიშნული ორგანიზაციების დაფინანსების წყაროების შესწავლა მოითხოვა. „ხელისუფლებამ ახლავე უნდა მიიღოს ზომები და ზემოთ ჩამოთვლილ ორგანიზაციებს ფინანსური მანიპულაციების გასაჯაროება მოთხოვოს. უნდა გამოქვეყნდეს მათი ანგარიშები, გაასაჯაროვონ, საიდან და რა რაოდენობით თანხებით ფინანსდებიან და რას ხმარდება ეს თანხები. არიან დონორები, რომლებიც მათ გამჭირვალედ აფინანსებენ, მაგრამ მათ უკან იმალებიან ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც საზოგადოებისთვის ცნობილნი არ არიან“,- აღნიშნა სოსო შატბერაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები