ნიკოლოზ მჟავანაძე: NDI-ის კვლევები ხელს უწყობს ანტიდასავლური და ანტიამერიკული განწყობების შექმნას

NDI ხელს უწყობს წინასარევოლუციო ფონის შექმნას „უფლებადამცველთა გაერთიანების“ ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ, ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლექსო კობაიძემ და საზოგადოებრივი გაერთიანება ,,სამართლიანობისთვის’’ ლიდერმა დავით შათირიშვილმა, საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ – დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ოფისთან დღეს გამართეს. აქცია “არა გაყალბებას”. აქციის დაწყებამდე ათი წუთით ადრე NDI-ის ოფისი „რესპუბლიკური“ პარტიის ლიდერმა ხათუნა სამნიძემ და საკრებულოს წევრმა დავით ზურაბიშვილმა დატოვეს.
”უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით:
,,უკვე წლებია აღნიშნული ორგანიზაცია საზოგადოებას სთავაზობს იმ კვლევის შედეგებს, რომელიც არ ასახავს რეალობას და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. 9 წლის მანძილზე სწორედ გაყალბებული კვლევებით NDI ამყარებდა სააკაშვილის რეჟიმს. ყველას გვახსოვს ის კურიოზული და სამარცხვინო რეიტინგები 2012 წლის სექტემბერში, რომელშიც გიორგი თარგამაძეც კი უსწრებდა ბიძინა ივანიშვილს, ხოლო „ნაციონალები“ კი არჩევნებამდე ერთი თვით ადრე საგრძნობლად უსწრებდნენ ,,ქართულ ოცნებას’’.
გაურკვეველია, სად ატარებს კვლევას NDI. თუ ისინი ამას „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებში ატარებენ, გასაგებია, მაგრამ ერთი კვირა ვეძებთ ადამიანებს, ვინც ამ კვლევაში მიიღო მონაწილეობა და ასეთი ვერ ვნახეთ. აღნიშნული კვლევები ხელს უწყობს ანტიდასავლური და ანტიამერიკული განწყობების შექმნას და რატომ უკვირთ ზოგიერთებს, რომ ევრაზიულ კავშირის მსურველთა რაოდენობა საქართველოში საგრძნობლად გაიზარდა. ჩვენი ინფორმაციით, NDI-ის სურს ხელისუფლებაში დააბრუნოს „ნაციონალური მოძრაობა“, ამისათვის ისინი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და არჩევნების შემდგომაც დაუწერენ „ნაციონალებს“ 60-70%-იან მაჩვენებლებს და ისინი ამით წინასარევოლუციო ფონის შექმნას შეუწყობენ ხელს, რის შემდეგაც აღარავინ დაიჯერებს ცესკოს მონაცემების უტყუარობას და დასავლეთის ორგანიზაციის კვლევებზე დაყრდნობა მოხდება.’’
,,ახალგაზრდა უფლებადამცველთა’’ასოციაციის ხელმძღვანელი ლექსო კობაიძე დაინტერესდა, თუ რას ეყრდნობა NDI-ის კვლევები და საზოგადოებისთვის სრული ინფორმაციის მიწოდების მიზნით მოუწოდებს ორგანიზაციას, წამოადგინოს ინფორმაცია, თუ როგორ ტარდება აღნიშნული კვლევები და რა კატეგორიის ადამიანები არიან რესპონდენტები. ის, რასაც ეს ორგანიზაცია აკეთებს, არ არის სანდო ქართველი ხალხისთვის და ყოველივე იწვევს ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციას, ვინაიდან აღნიშნული კვლევები პირდაპირ აისახება  ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებზე’’.
აქციის მსვლელობისას ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორტონი აქციაზე გამოვიდა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი ორგანიზაცია ნეიტრალურია და ყოველგვარი პოლიტიკური ზეგავლენებისგან თავისუფალი და რომ ისინი გაგებით ეკიდებიან მათი ოფისის წინ ჩატარებულ ნებისმიერ აქციას. ვერ გეტყვით, აღნიშნული განცხადების გაკეთება „რესპუბლიკელებთან“ შეთანხმების შედეგად გადაწყდა თუ არა, მაგრამ ერთი ფაქტია, NDI -ის საქართველოში უკვე აღარავინ ენდობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები