კახა კალაძე: საქართველოში ქარის ელექტროსადგური აშენდება

საქართველოში ქარის ელექტროსადგური აშენდება, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, დღეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება, რომელიც აღნიშნული პროექტისთვის 30 მილიონიან ინვესტიციას ითვალისწინებს.
მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი 2016 წლისთვის დასრულდება.
„ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი დაფინანსდა EBRD-ის მეშვეობით. ენერგეტიკული მიმართულებით ინტერესი ძალიან დიდია, რაც მისასლმებელია, რადგან ენერგეტიკა არის ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მიმართულება. ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და განვითარება დამოკიდებულია ასევე ენერგეტიკის განვითარებაზე. რაც შეეხება კონკრეტულ პროექტებს, მაგალითად დარიალის ჰიდროელექტროსადგურის განხორციელებისთვის უკვე გამოყოფილია 50 მილიონი, ასევე 85 მილიონი გამოყვეს „ტატა ჯგუფის“ პროექტისთვის, რომელიც აჭარაში განხორციელდება. გარდა ამისა, დღეს ხელს მოვაწერთ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს 30 მილიონიან ინვესტიციას. ეს არის პირველი პროექტი საქართველოში – ქარის ელექტროსადგური, რომელიც იქნება 20 მეგავატი სიმძლავრის,“- განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ენერეგტიკის მინისტრი პრემიერთან და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად EBRD-ის ყოველწლიური ღონისძიების ოფიციალურ გახსნას დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები