„აბი გლუკოზა“ – „კვირას“ ახალი რუბრიკა ცნობილ სახეებს უმასპინძლებს

     საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი „kvira.ge” 8 მარტიდან მკითხველს ახალი რუბრიკით გაანებივრებს. რუბრიკაში „აბი გლუკოზა“ მკითხველს შესაძლებლობა ექნება, ყოველ შაბათს საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები განსხვავებული, მათთვის უცნობი კუთხით დაინახონ და გაიცნონ, შეიტყონ მათი ემოციები, ტკივილები და განცდები, როდესაც ისინი მარტო, საზოგადოების თვალს მიღმა რჩებიან. როგორც „კვირას“ მარკეტინგისა და პიარის მენეჯერი ანა ჩანგიანი აღნიშნავს, რუბრიკის სტუმარი ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი შეიძლება იყოს. ცნობილი სახეების ცხოვრების დეტალები ჩანახატის ფორმით იქნება გადმოცემული, რასაც მათთან ერთად გატარებული ერთი დღის სიუჟეტი დაერთვება.
„საზოგადოება მათთვის საყვარელ და ცნობილ ადამიანებს ორი სხვადასხვა კუთხით გაიცნობს. ვფიქრობ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება მათი შინაგანი განწყობა, დამოკიდებულება, მათი ტკივილები, ფიქრები, ოცნებები, შეფასებები სამყაროსა და საკუთარი თავის მიმართ, მოლოდინები, ის, თუ რამდენად კმაყოფილი არიან ისინი საკუთარი შემოქმედებით, წარმატებით და რას ელიან მომავალში, როგორც საკუთარი თავისგან, ისე საზოგადოებისგან. ვფიქრობ, ეს იქნება ერთი ადამიანის ორი სახე – მათი ფიქრები, როდესაც ისინი საკუთარ თავთან მარტო რჩებიან, თუ რა სტკივათ, რაც მათგან საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. ასევე, ის, თუ როგორ ატარებენ ისინი ყოველდღიურობას და რას ანიჭებენ უპირატესობას“, – აღნიშნავს ანა ჩანგიანი. 1972758_653846641318636_1031552770_o„კვირას“ მარკეტინგისა და პიარის მენეჯერი გვპირდება, რომ რუბრიკა „აბი გლუკოზა“ იქნება ძალიან საინტერესო, საიდანაც „კვირას“ მკითხველი მისთვის საინტერესო ადამიანზე ბევრ დეტალს და ამბავს შეიტყობს.
ანა ჩანგიანმა რუბრიკის პირველი სტუმრის ვინაობაც გაგვიმხილა. „აბი გლუკოზას“ პირველი სტუმარი მსახიობი მაკა შალიკაშვილი იქნება.
„მაკა ძალიან საინტერესო და არაორდინალური ადამიანია. დარწმუნებული ვარ, მას ყველა იცნობს, როგორც ძალიან პოზიტიურს, დადებითს, კეთილს, შემოქმედებითს, თუმცა ბევრი დეტალი მისი შინაგანი სამყაროდან საზოგადოებისთვის უცნობია. ეს არ ეხებათ მხოლოდ შოუბიზნესის წარმომადგენლებს. რუბრიკა უმასპინძლებს ყველა იმ ადამიანს, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია საკუთარი საქმიანობით, “პორტრეტით” და ცხოვრების სტილით“, – ამბობს ჩანგიანი.
გადაცემას უკვე ჰყავს რამდენიმე პარტნიორი კომპანია, როგორიცაა ჯი-ელ-ჯი კოსმეტიკსი – „ლაიფსტაილი“, სოლარიუმი „ერგოლაინი“, საცურაო აუზი „არენა“, სილამაზის სალონი „ფრისტაილი“. აღნიშნულ კომპანიებს „კვირას“ მენეჯერი მადლობას უხდის ნდობისთვის და იმედს გამოთქვამს, რომ პარტიორობის არეალი მომავალში გაიზრდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები