ჰასან ჰელიმიშის ალბომის პრეზენტაცია გაიმართა

  ლაზურ ეთნოგრაფიულ მუზეუმში ხასან ჰელიმიშის ალბომის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭრით გამოიცა. ალბომის ავტორია ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გიორგი ჯანბერიძე. ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, მინისტრის მოადგილე ქეთევან მანელიშვილი, უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, ასევე, მხატვრები, ხელოვნებათმცოდნეები, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ხასან ჰელიმიშის შთამომავლები და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ხასან ჰელიმიშის შემოქმედების პოპულარიზაციისთვის გამოფენების ორგანიზებას თურქეთისა და საბერძნეთის რესპუბლიკებში გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები