როგორ მოიქცევიან ჰოროსკოპის ნიშნები ოტელოს როლში

  გაინტერესებთ, სხვადასხვა ჰოროსკოპის ნიშანი როგორ შეასრულებდა ოტელოს როლს, რა სახასიათო ნიშნები ექნებოდა მათ მიერ განსახიერებულ ეჭვიანს მავრს? მოვუხმოთ იუმორის გრძნობას, ფანტაზიას და აი, ასეთ შედეგს მივიღებთ:
1. ვერძს ავიწყდება შეკითხვა დაუსვას დეზდემონას. სუფლიორი ახსენებს: ილოცე ძილის წინ დეზდემონა? ვერძი სცენიდან: მკვდარია უკვე.
2. კურო მაყურებლებისკენ მოტრიალდა და ტაშს ელოდება დროზე ადრე. ჰკითხა დეზდემონას, ილოცა თუ არა და ისევ ხალხისკენ მოტრიალდა. გაოგნებული რეჟისორი – ესროლეთ ვიღაცამ ორი ღერი ყვავილი, თორემ დაგვაყუდებს მთელი დღე!
3. ტყუპები: იცი, დღეს დილით პალერმოში ვიყავი. საოცარი ქალაქია. გოთური ელემენტებით დატვირთული არქიტექტურა, ლურჯი ცა.. .მართლა, დეზდემონა, ივახშმე უკვე? დეზდემონა – ვილოცე კიდეც. რა დროს ლოცვაა შე ქალო, ჯერ დაძინებას ხომ არ აპირებ?
4. კირჩხიბს ტექსტი აერია: ჰოი, დედაკაცო, არარაობა უნდა გერქვას შენ! არა ვერ მოგკლავ, არ შემიძლია, დედა ხარ ჩემი! – რეჟისორი: ჰამლეტ, გაეთრიე სცენიდან და დაუძახე ოტელოს!
5. ლომმა ქედმაღლურად გადახედა დეზდემონას: შენ ჩემი ხელით სიკვდილის პატივს არ იმსახურებ, თითი დაატკაცუნა – მსახურებო, გაიყვანეთ აქედან და მდინარეში ჩააგდეთ სადმე!
6. ქალწული ხედავს, დეზდემონას კაბა აქვს გარღვეული მუხლზე. თვალით ანიშნებს, დამალეო. დეზდემონა ვერ მიხვდა. ქალწული წყობიდან გამოვიდა: სცენაზე რომ გამოდიხარ ამხელა ქალი, ჩაიცვი წესიერად!
7. სასწორი – ჰოი, მშვენიერო დეზდემონავ, თქვენს ბაგეთაგან წარმოთქმული ყოველი სიტყვა ლოცვაა ჩემთვის… რეჟისორი: ამას თავი სასიყვარულო ბალადის გმირი ჰგონია, მომეჭრა თავი!
8. მორიელი დეზდემონას ჩაფიქრებული უყურებს – არ გვინდა ფორმალობები, შორი გზა გაქვს გასავლელი, რაღა დროს ლოცვაა! გაუყრის მახვილს და თან აბარებს – მოკითხვა ჩემეეებს!
9. მშვილდოსანმა კარგა ხანია დეზდემონა სიცოცხლეს გამოასალმა და საცოდავ მსახიობს აქეთ-იქით დაათრევს სცენაზე. რეჟისორი: რას აკეთებს? სუფლიორი: გვამის დამალვას ცდილობს.
10. თხის რქა: მიიღე, დამპალო! გგონია, არ ვიცი, გასულ წელს ჩემი როლი შენ რომ მიითვისე!
11. მერწყული დრამატული სახით: ილოცე ძილის წინ… სიტყვას არ ამთავრებს – ვაა, დეზდი, ახალი პერანგი?!
12. თევზები – მთელი გულით ილოცე.. მე ჩემს თავზე ვიღებ შენს ყველა ცოდვას… როლში ისე შევა, მართლა გაუყრის დანას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები