გიორგი მარგველაშვილი 11 მაისს ნატო-ს გენერალური მდივანს შეხვდება
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი 11 მაისს ნატო-ს გენერალური მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდება.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, შეხვედრა ბრიუსელში გაიმართება.
სტოლტენბერგი და მარგველაშვილი შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციასაც გამართავენ, რომელიც თბილისის დროით 18:45 საათზე დაიწყება.
პრესკონფერენცია ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე პირდაპირ რეჟიმში გადაიცემა.
საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში 11-13 მაისს შედგება, რომლის ფარგლებშიც, მარგველაშვილი სტოლტენბერგის გარდა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკსა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანსაც შეხვდება. შეხვედრებისას აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ისაუბრებენ, რომელიც რიგაში 21-22 მაისს შედგება.