თინა ხიდაშელსა და გიგლა აგულაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდათ

პარლამენტის წევრებს თინა ხიდაშელსა და გიგლა აგულაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდათ. გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს.
ამ მოწვევის პარლამენტში თინა ხიდაშელი ევროინტერგაციის კომიტეტს ხელმძღვანელობდა, ხოლო აგულაშვილი აგრარულ საკითხთა კომიტეტს.
შეგახსენებთ, რომ თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრი გახდა, ხოლო გიგლა აგულაშვილმა გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობა დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები