სოსო ცინცაძე: „ნაციონალები“ ხალხის კეთილგანწყობას ვერასდროს დაიბრუნებენ

“ნაციონალები” თავისი დემოგოგიური გამოსვლებით დღევანდელი ხელისუფლების მიმართ საზოგადოებაში ნიჰილიზმის დანერგვას ცდილობენ. ამის შესახებ პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე საგაზეთო ინტერვიუში საუბრობს.
მისივე თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” საკუთარ მიზანსაც რომ მიაღწიოს, ხალხის კეთილგანწყობას მაინც ვერასდროს დაიბრუნებს.
“ნაციონალების“ გამოსვლებში ძალიან ბევრი დემაგოგიაა, მაგრამ ისინი სხვისი გულისთვის იღებენ ცეცხლიდან წაბლს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, სხვის საქმეს აკეთებენ. მათ შეუძლიათ, ამ მთავრობას სახელი გაუტეხონ, ნეგატიურად განაწყონ ხალხი, მაგრამ თვითონ ამას ვერ გამოიყენებენ“,- აცხადებს ცინცაძე “ალიასთან” ინტერვიუში.
ამასთან, მისივე შეფასებით, “ნაცმოძრაობას“ არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს.
“ნაციონალებს” არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვთ. ყველა ამბობს, ეს მთავრობა არ ვარგა, მაგრამ ,,ნაციონალების“ გაგონებაც არ მინდაო. არავინ ფიქრობს იმას, ვაიმე, რა კარგი ხელისუფლება გავუშვით და რა ცუდი მოვიყვანეთო. მთავარი ის გახლავთ, რომ ესენი არ აღმოჩნდნენ იმათზე უკეთესნი“, – აფასებს პოლიტოლოგი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები