კვიპროსმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა

კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატამ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, დოკუმენტს ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი.

კვიპროსის მრავალპარტიულ პარლამენტში კენჭისყრისას თავი მხოლოდ მშრომელთა პროგრესული პარტის (AKEL) დეპუტატებმა შეიკავეს.

სხვა პოლიტიკურმა ძალებმა ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების საკითხში მხარდაჭერა დააფიქსირეს.
კვიპროსი რიგით მე-20 ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, რომელმაც საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები