პრემიერი: ინფრასტრუქტურული პროექტების გააქტიურებაზე ინტენსიური მუშაობა მიდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტების გააქტიურებაზე ინტენსიური მუშაობა მიდის. ამის შესახებ პრემიერმა “თავისუფალი დემოკრატების“ სხდომაზე განაცხადა.
“თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი წევრი დავით ონოფრიშვილი დაინტერესდა, რას გეგმავს მთავრობა ლარის კურსის დასტაბილურების კუთხით. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშა, რომ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით ქვეყანაში შემოვა უცხოური ვალუტა, რაც დაეხმარება ლარის კურსს და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკას.
“ჩვენ ვაპირებთ და მიდის ინტენსიური მუშაობა ინფრასტრუქტურული პროექტების გააქტიურებაზე, ჩვენ ვაპირებთ დავამტოთ პროექტები და მოვიზიდოთ დოლარი, რომ შემოვიდეს უცხოური ვალუტა. ნოდარ ხადური რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც სწორედ ამ პროექტებთან დაკავშირებით გამართა მოლაპარაკებები მსოფლიო ბანკთან და სხვა საერთაშორიოს ორგანიზაციებთან.
ჩვენ ველოდებით საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინებას, რომელიც პირდაპირ დაიხარჯება ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ასევე ტურიზმიდან ველოდებით ვალუტის შემოდინებას.
სხვა პროექტებს რაც შეეხება, იგივე ჰესების პროექტზე მინდა გითხრათ, რომ წელს უკვე იწყება რამდენიმე ჰესის მრავალასეულმილიონიანი პროექტების მშენებლობა, რაც დაეხმარება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და ლარის გამყარებას, ასევე 300 მილიონი დოლარის ფარგლებშო ველოდებით თბოელექტროსადგურის რეალიზაციის შედეგად მიღებულ ინვესტიციას წლის ბოლოს, რომელიც ასევე დაეხმარება ჩვენს ეკონომიკას და ლარს. აქედან გამომდინარე, გვაქვს მოლოდინი და პროგნოზი, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში ჩვენ ვიგრძნობთ ლარის კურსის გამყარებას“, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები