თეა წულუკიანი გიორგი ვაშაძეს: ნაგავი გავიტანეთ 1 ოქტომბერს!

 

ხმაურის ფონზე მიმდინარეობს მთავრობის წევრებისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა საპარლამენტო უმცირესობასთან. კამათი იყო იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსა და გიორგი ვაშაძეს შორის.
„გრცხვენიათ იმისი, რასაც აკეთებდით. თქვენ და თქვენი უფროსი, რომელიც უკან ვერ ბრუნდებით, აშენებდით ყველაფერს იქ, საიდანაც იყავით. ჩვენ, იცით, სად ვაშენებთ? ვაშენებთ იქ, სადაც ქვეყნის საზღვარს შემომტკიცება სჭირდება. ყაზბეგი თქვენ არ გაინტერესებდათ. 15 ტონა ნაგავი ჩატოვეთ თბილისის იუსტიციის სახლის სახურავში”, – განაცხადა წულუკიანმა.
გიორგი ვაშაძემ წულუკიანს ასე უპასუხა – „უფრო მეტი ნაგავი დაგიტოვეთ, ვიდრე თქვენ ააშენეთ. ერთი მშენებლობიდან დაგიტოვეთ ამდენი ნაგავი!”, რის პასუხადაც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა – „ჩვენ ნაგავი გავიტანეთ 1 ოქტომბერს და ეს ნაგავი არ დაბრუნდება არასოდეს!”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები