ირაკლი ღარიბაშვილი: ლარის სტაბილიზაცია უახლოეს ერთ-ორ კვირაში დაიწყება

 

იმპორტში გაქვს კლება, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ლარის სტაბილიზაცია უახლოეს ერთ-ორ კვირაში დაიწყება, – აღნიშნული პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა მნიშვნელოვანი პროექტის – გარდაბნის თბოელექტოსადგურის გაყიდვასა და ტურიზმის მიმართულებით არსებული დადებითი ტენდენციების შესახებ ისაუბრა.
“პრივატიზაციის ნაწილში გვაქვს შედგენილი ნუსხა იმ ობიექტების, რომლებიც უნდა გაიყიდოს უახლოესი თვეების განმავლობაში. რამდენიმე ობიექტი უკვე გაიყიდა. ასევე ჩვენ ველოდებით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის – გარდაბნის თბოელექტოსადგურის გაყიდვას, რაც დამატებით, დაახლოებით, 300 მილონ დოლარს შემოიტანს ქევეყანაში… აპრილის წინასწარი მონაცემებით, იმპორტში გვაქვს კლება, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ლარის სტაბილიზაცია დაიწყება უახლოეს ერთ-ორ კვირაში, ასე რომ, ჩვენი და ეროვნული ბანკის პროგნოზებით, თუმცა მე არ მინდა მათ ნაწილზე ვისაუბრო, ეს სწორედ ეროვნული ბანკის პრეროგატივაა და უმჯობესია მათ გააკეთონ განმარტებები. ჩვენ ველოდებით, რომ ლარის სტაბილიზაცია დაიწყება უახლოეს ორ-სამ კვირაში. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ თქვენი განცხადებები და ის დემაგოგია, რომელსაც ისმენს მოსახლეობა ყოველდღიურად და იმ აჟიოტაჟს, რასაც თქვენ ქმნით ხელოვნურად ქვეყანაში, ეს, რა თქმა უნდა, სიტუაციის დარეგულირებას ხელს არ უწყობს და, რა თქმა უნდა, ეს ქმნის აჟიოტაჟის ფონს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები