თეა წულუკიანი: მზად ვარ, გიორგი ვაშაძე ჩემს სისტემაში დავასაქმო

მე მესმის, რომ ბატონი ვაშაძისთვის დღესაც არის რომაული ქალღმერთი მუზა იუსტიცია და რადგანაც დღესაც მისთვის მუზაა იუსტიცია და ვერ ივიწყებს იუსტიციას, მე მზად ვარ, გიორგი ვაშაძე ჩემს სისტემაში დავასაქმო – აღნიშნულით იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი ვაშაძის კითხვას უპასუხა.
„მე არ შემიძლია პასუხი არ გავცე ბატონ ვაშაძეს, რომელიც თან მირბოდა და თან შეკითხვებს სვამდა. რამდენადაც გავიგე მისი კითხვა, მან ისაუბრა, რომ იუსტიციის მინისტრმა ბრენდპლატფორმა შეცვალაო. ჩვენ ბევრი ბრენდპლატფორმა შევცვალეთ. თუ ის გულისხმობდა ნოტარიუსების ბრენდირებას, ის მთლიანად არის შეცვლილი და თქვენ დღეს საქართველოს ქუჩებში უკვე ნოტარიუსთა პალატის ერთ ლოგოს და ერთიან სახეს ხედავთ. რა თქმა უნდა, ერთი ლოგოს შეცვლით რეფორმა ვერ ჩატარდება, მაგრამ სახე მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. ნოტარიატში ჩვენ სხვა ბევრ რეფორმას ვატარებთ. თუ ის გულისხმობდა იმ სსიპ-ს, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა, მე მესმის, რომ ბატონი ვაშაძისთვის დღესაც არის რომაული ქალღმერთი მუზა იუსტიცია და მე მზად ვარ, რადგანაც დღესაც მისთვის მუზაა იუსტიცია და ვერ ივიწყებს იუსტიციას, მისი ყოფილი სსიპ-ის ბრენდიც შევცვალე იმიტომ, რომ მათ Google-დან ჰქონდათ ბრენდი მოპარული და ეს ბრენდი უნდა შეცვლილიყო. ეს არ არის ჩემი სტილი, რომ „დავგუგლო“, ბრენდი მოვიპარო და გამოვაცხადო, რომ ეს არის დიდი პროგრესი.
ბრენდი შეიცვალა, მე მზად ვარ მას ბრენდპლატფორმის შესახებ ინფორმაცია გადავუგზავნო და მეტიც, მე მზად ვარ რაკი ის იუსტიციაზე რჩება მიბმული, ჩემს სისტემაში დავასქმო და ასეთი საქმე მივცე – მე ვახსენე, რომ მის მიერ აშენებული ყველა ინფრასტრუქტურა არის პრობლემური. მარტო თბილისის იუსტიციის სახლის სახურავიდან 15 ტონა სამშენებლო ნაგვისა და რკინის ჩამოტანა ალპინისტების მეშვეობით 40 000 ლარი დაჯდა.
19 მაისს საზოგადოებისთვის მე ამ მასალის და რკინების ჩვენებას ვაპირებ. მე მას ვეპატიჟები, მოვიდეს და შემიძლია დავასაქმო კიდეც მრჩევლად. იუსტიციის სახლში აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრის მენეჯერად დავნიშნო. 3.5 მილიონი ლარი მჭირდება მე ბიუჯეტიდან, რომ მის მიერ დატოვილი ხარვეზები გავასწორო, როცა ერთი ქარი რომ დაუბერავს, სახურავი არ ჩამოვარდეს და მოქალაქე არ მოკვდეს“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები