გია ვოლსკი: “ნაციონალურმა მოძრაობამ” მორიგი დემარში მოაწყო

“ქართული ოცნების” ლიდერსგიორგი ვოლსკის მიაჩნია, რომ ძალოვანი სტრუქტურების მინისტრებთან შეხვედრაზე “ნაციონალურმა მოძრაობამ” მორიგი დემარში მოაწყო.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” 20 წუთი დაუთმო იმას, რომ შეკითხვების დასმის დრო გაეზარდათ. ეს მორიგი დე მარში იყო მათი მხრიდან. ჩვენ დაგვრჩა რამდენიმე კითხვა მინისტრებთან, თუმცა უმრავლესობის ფორმატში შევხდებით მათ და კონკრეტულ პასუხებსაც მივიღებთ”, – განაცხადა ვოლსკიმ.
დღეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ძალოვანი მინისტრების საკომიტეტო მოსმენა პროტესტის ნიშნაად დატოვეს. პროტესტის მიზეზი კი კითხვების დასმისთვის მათთვის მინიჭებული 2 წუთი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები